top of page
EvoSpaceLogo

პრემიუმ ხარისხის სრული რემონტი თეთრი კარკასიდან

ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სარემონტო მომსახურებას, რაც გულისხმობს თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებული ფართების სრულ ტრანსფორმაციას საცხოვრებელ სივრცედ. ჩვენი მიდგომა აერთიანებს გამორჩეულ ხელობას, ინჟინრულ სიზუსტესა და დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებას.

სრული რემონტი თეთრი კარკასიდან თბილისში / პრემიუმ ხარისხი

ბინის შეძენა თეთრი კარკასის მდგომარეობაში ნიშნავს, რომ ძირითადი შავი სამუშაოები (ტიხრები, გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი) უკვე შესრულებულია. თუმცა, სწორედ ამ ეტაპზე იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი — სივრცის მოპირკეთება და საცხოვრებლად მომზადება. სრული რემონტი თეთრი კარკასიდან მოითხოვს იუველირულ სიზუსტეს, რათა ყოველი დეტალი იყოს იდეალური.

ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ რემონტს გასაღების მორგებით, სადაც ჩვენი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას თეთრი კარკასის დახვეწილ, თანამედროვე საცხოვრებლად გარდაქმნაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის პროექტი თეთრი კარკასის დროს?

ხშირად თეთრი კარკასის სტანდარტული გეგმარება არ შეესაბამება მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სანამ სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ, აუცილებელია ზუსტი გათვლები რომელიც მოიცავს ელექტროობის, სანტექნიკის, გათბობისა, კონდიცირების, ავეჯის, დეკორაციების და განათების ზუსტ ნახაზებს.

  • ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ინტერიერის პროექტირებას 65₾-დან.

  • დეტალური პროექტი გიცავთ სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

რა შედის თეთრი კარკასიდან სრულ რემონტში?

1. ზედაპირების მომზადება და ლესვა

  • კედლებისა და იატაკის შემოწმება ლაზერული სიზუსტით.

  • კედლების საბოლოო დამუშავება (დაშპაკვლა) შეღებვისთვის ან შპალერისთვის.

  • აბაზანის კედლების გალესვა და იატაკის მოჭიმვა (სტიაჟკა) წყლის სწორი დინებისთვის.

2. საინჟინრო კომუნიკაციები

  • ელექტროობის, სანტექნიკისა და გათბობის წერტილების მორგება თქვენს დიზაინზე.

  • იატაკქვეშა გათბობის ან რადიატორების მონტაჟი.

  • სველი წერტილების სრული ჰიდროიზოლაცია.

3. სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები

  • თაბაშირ-მუყაოს (გიპსოკარდონის) ჭერის მონტაჟი და დამუშავება.

  • კედლების შეღებვა, ფლიზელინის შპალერის ან დეკორატიული მასალების გაკვრა.

  • სველი წერტილების მოპირკეთება პრემიუმ ხარისხის კერამოგრანიტით.

4. მონტაჟი და დასრულება

  • იატაკი: პარკეტის ან კერამოგრანიტის დაგება.

  • გათბობა/გაგრილება: ქვაბის, რადიატორების და კონდიციონერების მონტაჟი.

  • კარები: შეღებილი MDF-ის შიდა კარების ჩასმა.

  • აღჭურვა: განათებების, ჩასაშენებელი უნიტაზების, ონკანებისა და აბაზანის აქსესუარების სრული დაყენება.

5. ხარისხის კონტროლი

  • პროცესს მუდმივად ზედამხედველობს პროექტის მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული დეტალის იუველირულ სიზუსტეს

 

პრემიუმ რემონტი გასაღების მორგებით

ჩვენი მთავარა დამკვეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. პრემიუმ რემონტი გასაღების მორგებით ნიშნავს, რომ თქვენ გვიზიარებთ თქვენს სურვილებს, ჩვენ კი ვაბარებთ დასრულებულ, სუფთა და საცხოვრებლად მზა სახლს.

რას ნიშნავს პრემიუმ ხარისხი?

  • მხოლოდ ევროპული წარმოების მასალები.

  • სამუშაოების შესრულება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

  • ვადების მკაცრი კონტროლი და ფინანსური გამჭვირვალობა.

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტია ყველა შესრულებულ სამუშაოზე.

 

რატომ არის ფართის სიდიდე გადამწყვეტი საშუალო სარემონტო ფასზე?

პრემიუმ სეგმენტში ფასი ყოველთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ლოგიკა, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს: რაც უფრო მცირეა სივრცე, მით უფრო მაღალია 1m2-ის სარემონტო ღირებულება.

ეს აიხსნება რამდენიმე ფაქტორით:

  • პატარა ბინაში (მაგ: 40-50 m2) სველი წერტილებისა და რთული კვანძების ხარჯები ფართთან მიმართებაში უფრო დიდია ვიდრე შედარებით დიდ სიბრცეებში.

  • ლოჯისტიკა: მასალების ტრანსპორტირება, მუშახელის მობილიზება და ნაგვის გატანა ერთნაირ რესურსს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, ბინა 40 კვადრატია თუ 100.

  • მასშტაბის ეფექტი: დიდი ფართის შემთხვევაში (100+m2) ხდება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას გვაძლევს კვადრატულის ფასი შედარებით შევამციროთ.

 

გონივრული სარემონტო პროცესი

სარემონტო პროცესი დაყოფილია 3-4 ეტაპად, სადაც ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ხდება შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება. ეს სისტემა ამცირებს რისკებს და ზრდის სანდოობას — შედეგი არის აკურატული, გრძელვადიანი და უსაფრთხო გარემო.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტანდარტზე მაღალი ხარისხი, ზუსტი შესრულება და სრული კომფორტი — თქვენ სწორ ადგილას ხართ. დაგვიკავშირდით დღესვე და გადავაქციოთ თქვენი ბინა სრულფასოვან და გემოვნებიან სივრცედ!
 

სრული რემონტი თეთრი კარკასიდან $319-დან (მასალით და ხელობით)

50-70 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $469-დან

71-90 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $439-დან

91-120 სივრცის პრემიუმ რემონტი $419-დან

121-150 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $389-დან

151-200 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $359-დან

201 - m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $319-დან

* ფასები საორიენტაციოა და შესაძლოა შეიცვალოს დიზაინის დეტალებისა და შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალების მიხედვით. დეტალური ხარჯთაღრიცხვის მისაღებად დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 595 83 00 88

რას მოიცავს პრემიუმ რემონტის პაკეტი?

  1. დიზაინ-პროექტი: სრული 3D ვიზუალიზაცია და საინჟინრო ნახაზები.

  2. იატაკი: 32-ე კლასის მაღალი ხარისხის ევროპული ლამინირებული იატაკი (სურვილისამებ სამშრიანი პარკეტი). იატაკის დონის გასწორება იუველურად თვითსოწრებადი ხსნარით.

  3. კედლები: Rasch-ის გერმანული უფაქტურო ფლიზელინის ქაღალდი, ეკოლოგიურად სუფთა პრემიუმ საღებავები (მაგ:  Caparol, Vernilac, Alpina...) ან დეკორატიული ლესვა.

  4. აბაზანები: მაღალი ხარისხის კერამიკული ფილები კუთხეების 45 გრადუსზე იდეალური დამუშავებით და შხაპის ნაწრთობი მინის ტიხარი

  5. განათება: ჩაშენებული მაგნიტური სისტემები, დეკორატიული განათებები და დიზაინერული სანათები.

  6. სანტექნიკა: ჩაშენებული სისტემები (უნიტაზი, ხელსაბანი, ჰიგიენური და შხაპი), ბრენდები: Alca, Grohe, Vitra, Imex და სხვა.

  7. გათბობა: მაღალი ხარისხის პანელრური რადიატორები ან Fondital სექციური და დეკორატიული რადიატორები, ჯაკომინის კოლექტორი და ვენტილები.

  8. კარები: მაღალი ხარისხის დაფარული კარები ალუმინის პროფილით ან მასიური ხის კარები. 

დამატებითი ხარჯები:

  1. ავეჯი და ტექნიკა: პრემიუმ ხარისხის სრული აღჭურვა (სამზარეულო, ჩაშენებული კარადები) კვადრატულზე დამატებით საშუალოდ $150-$300. (Electolux სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკით)

  2. ცენტრალური გათბობა/კონდიცირება: Misea-ს ბრენდის სმარტ გათბობის ქვაბი და კონდენციონერები მონტაჟით

საორიენტაციო პრემიუმ სარემონტო ბიუჯეტი თეთრი კარკასიდან?

  • 50 კვ.მ - 60 000 – 85 000 ლარი

  • 80 კვ.მ - 95 000 – 140 000 ლარი

  • 100 კვ.მ - 120 000 – 180 000 ლარი

  • 150 კვ.მ - 180 000 – 270 000 ლარი

პრემიუმ რემონტის საშუალო ფასები (1 კვ.მ) თეთრი კარკასიდან

  • მინიმალური: 1 100 - 1 200 ლარი ($400 - $450)

  • საშუალო პრემიუმი: 1 500 - 1 900 ლარი ($550 - $700)

  • ულტრა-პრემიუმი (Luxury): 2 200 ლარიდან + ($800+)

© 2012-2026 ყველა უფლება დაცულია. ყველა მასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ისინი კომერციულ პროექტებში.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • YouTube
bottom of page