top of page

სრულყოფილი რემონტი მწვანე კარკასიდან
ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სარემონტო მომსახურებას, რაც გულისხმობს მწვანე კარკასის მდგომარეობაში არსებული ფართების სრულ ტრანსფორმაციას თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ. ჩვენი მიდგომა აერთიანებს გამორჩეულ ხელობას, ინჟინრულ სიზუსტესა და დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებას.
სრული რემონტი მწვანე კარკასიდან თბილისში / პრემიუმ ხარისხი
ბინის შეძენა მწვანე კარკასის მდგომარეობაში ნიშნავს, რომ ძირითადი სამუშაოები — ტიხრები, გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი და ბაზისური კომუნიკაციები — უკვე შესრულებულია. თუმცა, სწორედ ამ ეტაპზე იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი: სტანდარტული სივრცის ინდივიდუალურ, კომფორტულ სახლად გარდაქმნა.
სრული რემონტი მწვანე კარკასიდან მოითხოვს იუველირულ სიზუსტესა და ინჟინრულ ცოდნას, რათა არსებული სისტემები იდეალურად მოერგოს თქვენს ცხოვრების სტილს. ხშირად, მწვანე კარკასის სტანდარტული ელექტროობა ან სანტექნიკა საჭიროებს კორექტირებას დიზაინ-პროექტის მიხედვით, რათა მივიღოთ ფუნქციური და თანამედროვე საცხოვრებელი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ პრემიუმ რემონტს თბილისში "გასაღების ჩაბარებით". ჩვენი გუნდი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მწვანე კარკასის დახვეწილ სივრცედ გარდაქმნაზე. თუ იმყოფებით საზღვარგარეთ ან გაქვთ გადატვირთული გრაფიკი, ჩვენი სერვისი — რემონტი დისტანციურად — გაძლევთ საშუალებას, თვალი ადევნოთ პროცესს ონლაინ და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის შედეგი ფიზიკური დასწრების გარეშე.
სრული რემონტი მწვანე კარკასიდან თბილისში ჩვენთან ერთად ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს, დაცულ ვადებსა და თქვენზე მორგებულ დიზაინს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის პროექტი მწვანე კარკასის დროს?
ხშირად, მწვანე კარკასის სტანდარტული გეგმარება და უკვე გაყვანილი კომუნიკაციები არ შეესაბამება მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თანამედროვე დიზაინს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები და შეცდომები, აუცილებელია წინასწარი ზუსტი გათვლები.
ინტერიერის პროექტი საშუალებას გვაძლევს, არსებული ბაზისური სისტემები (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა) იდეალურად მოვარგოთ თქვენს ცხოვრების სტილს. ეს მოიცავს:
-
ელექტროობისა და განათების ზუსტ ნახაზებს (როზეტებისა და ჩამრთველების ოპტიმალური განლაგება);
-
სანტექნიკისა და გათბობა-კონდიცირების სისტემების ადაპტირებას;
-
ავეჯის, მასალებისა და დეკორაციების წინასწარ დაგეგმარებას სივრცის მაქსიმალური ათვისებისთვის.
-
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ინტერიერის პროექტირებას 65₾-დან.
-
დეტალური პროექტი გიცავთ სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.
რა შედის მწვანე კარკასიდან სრულ რემონტში?
1. ზედაპირების მომზადება და ლესვა
-
კედლებისა და იატაკის შემოწმება ლაზერული სიზუსტით.
-
კედლების საბოლოო დამუშავება (დაშპაკვლა) შეღებვისთვის ან შპალერისთვის.
-
აბაზანის კედლების გალესვა და იატაკის მოჭიმვა (სტიაჟკა) წყლის სწორი დინებისთვის.
2. საინჟინრო კომუნიკაციები
-
რადიატორების მონტაჟი.
-
სველი წერტილების სრული ჰიდროიზოლაცია.
3. სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები
-
თაბაშირ-მუყაოს (გიპსოფილის) ჭერის მონტაჟი და დამუშავება.
-
კედლების შეღებვა, ფლიზელინის შპალერის ან დეკორატიული მასალების გაკვრა.
-
სველი წერტილების მოპირკეთება პრემიუმ ხარისხის კერამოგრანიტით.
4. მონტაჟი და დასრულება
-
იატაკი: პარკეტის ან კერამოგრანიტის დაგება.
-
გათბობა/გაგრილება: ქვაბის, რადიატორების და კონდიციონერების მონტაჟი.
-
კარები: შეღებილი MDF-ის შიდა კარების ჩასმა.
-
აღჭურვა: განათებების, ჩასაშენებელი უნიტაზების, ონკანებისა და აბაზანის აქსესუარების სრული დაყენება.
5. ხარისხის კონტროლი
-
პროცესს მუდმივად ზედამხედველობს პროექტის მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული დეტალის იუველირულ სიზუსტეს
პრემიუმ რემონტი გასაღების მორგებით
ჩვენი მთავარა დამკვეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. პრემიუმ რემონტი გასაღების მორგებით ნიშნავს, რომ თქვენ გვიზიარებთ თქვენს სურვილებს, ჩვენ კი ვაბარებთ დასრულებულ, სუფთა და საცხოვრებლად მზა სახლს.
რას ნიშნავს პრემიუმ ხარისხი?
-
მხოლოდ ევროპული წარმოების მასალები.
-
სამუშაოების შესრულება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
-
ვადების მკაცრი კონტროლი და ფინანსური გამჭვირვალობა.
-
ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტია ყველა შესრულებულ სამუშაოზე.
რატომ არის ფართის სიდიდე გადამწყვეტი საშუალო სარემონტო ფასზე?
პრემიუმ სეგმენტში ფასი ყოველთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ლოგიკა, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს: რაც უფრო მცირეა სივრცე, მით უფრო მაღალია 1m2-ის სარემონტო ღირებულება.
ეს აიხსნება რამდენიმე ფაქტორით:
-
პატარა ბინაში (მაგ: 40-50 m2) სველი წერტილებისა და რთული კვანძების ხარჯები ფართთან მიმართებაში უფრო დიდია ვიდრე შედარებით დიდ სიბრცეებში.
-
ლოჯისტიკა: მასალების ტრანსპორტირება, მუშახელის მობილიზება და ნაგვის გატანა ერთნაირ რესურსს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, ბინა 40 კვადრატია თუ 100.
-
მასშტაბის ეფექტი: დიდი ფართის შემთხვევაში (100+m2) ხდება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას გვაძლევს კვადრატულის ფასი შედარებით შევამციროთ.
გონივრული სარემონტო პროცესი
სარემონტო პროცესი დაყოფილია 3-4 ეტაპად, სადაც ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ხდება შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება. ეს სისტემა ამცირებს რისკებს და ზრდის სანდოობას — შედეგი არის აკურატული, გრძელვადიანი და უსაფრთხო გარემო.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტანდარტზე მაღალი ხარისხი, ზუსტი შესრულება და სრული კომფორტი — თქვენ სწორ ადგილას ხართ. დაგვიკავშირდით დღესვე და გადავაქციოთ თქვენი ბინა სრულფასოვან და გემოვნებიან სივრცედ!
სრული რემონტი მწვანე კარკასიდან $279-დან (მასალით და ხელობით)
50-70 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $399
71-90 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $379
91-120 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $349
121-150 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $329
151-200 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $299-დან
201 - m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $279-დან
* ფასები საორიენტაციოა და შესაძლოა შეიცვალო ს დიზაინის დეტალებისა და შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალების მიხედვით. დეტალური ხარჯთაღრიცხვის მისაღებად დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 595 83 00 88
რას მოიცავს პრემიუმ რემონტის პაკეტი?
-
დიზაინ-პროექტი: სრული 3D ვიზუალიზაცია და საინჟინრო ნახაზები.
-
იატაკი: 32-ე კლასის მაღალი ხარისხის ევროპული ლამინირებული იატაკი (სურვილისამებ სამშრიანი პარკეტი). იატაკის დონის გასწორება იუველურად თვითსოწრებადი ხსნარით.
-
კედლები: Rasch-ის გერმანული უფაქტურო ფლიზელინის ქაღალდი, ეკოლოგიურად სუფთა პრემიუმ საღებავები (მაგ: Caparol, Vernilac, Alpina...) ან დეკორატიული ლესვა.
-
აბაზანები: მაღალი ხარისხის კერამიკული ფილები კუთხეების 45 გრადუსზე იდეალური დამუშავებით და შხაპის ნაწრთობი მინის ტიხარი
-
განათება: ჩაშენებული მაგნიტური სისტემები, დეკორატიული განათებები და დიზაინერული სანათები.
-
სანტექნიკა: ჩაშენებული სისტემები (უნიტაზი, ხელსაბანი, ჰიგიენური და შხაპი), ბრენდები: Alca, Grohe, Vitra, Imex და სხვა.
-
გათბობა: მაღალი ხარისხის პანელრური რადიატორები ან Fondital სექციური და დეკორატიული რადიატორები, ჯაკომინის კოლექტორი და ვენტილები.
-
კარები: მაღალი ხარისხის დაფარული კარები ალუმინის პროფილით ან მასიური ხის კარები.
დამატებითი ხარჯები:
-
ავეჯი და ტექნიკა: პრემიუმ ხარისხის სრული აღჭურვა (სამზარეულო, ჩაშენებული კარადები) კვადრატულზე დამატებით საშუალოდ $150-$300. (Electolux სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკით)
-
ცენტრალური გათბობა/კონდიცირება: Misea-ს ბრენდის სმარტ გათბობის ქვაბი და კონდენციონერები მონტაჟით
საორიენტაციო პრემიუმ სარემონტო ბიუჯეტი მწვანეკარკასიდან?
-
50 კვ.მ - 45 000 – 65 000 ლარი
-
80 კვ.მ - 70 000 – 105 000 ლარი
-
100 კვ.მ - 90 000 – 130 000 ლარი
-
150 კვ.მ - 135 000 – 200 000 ლარი
საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე:
-
სტანდარტული პრემიუმი: 900 - 1 300 ლარი ($330 - $480)
-
ექსკლუზიური (Luxury): 1 600 ლარიდან + ($600+)
bottom of page