თანამედროვე ლოფტი ვაკეში / 70 კვ.მ ბინის სრული რემონტი შავი კარკასიდან
წარმოგიდგენთ ვაკის რაიონში დასრულებულ, გამორჩეული ხასიათის მქონე პროექტს. 70 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაში ჩავიბარეთ, გარდაიქმნა თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ, სადაც ინტერიერის დიზაინი ლოფტის ელემენტებითა და ინდუსტრიული აქცენტებით არის გაჯერებული.
პროექტის მთავარი კონცეფცია ავთენტურობაა. მისაღებ ოთახში შევინარჩუნეთ ნატურალური ბეტონის ფაქტურა, ხოლო დამატებითი კედელი დეკორატიული ლესვის საშუალებით დამუშავდა, რაც ბეტონის იმიტაციას სრულყოფილად გადმოსცემს. ეს არის ნამდვილი დიზაინ რემონტი, სადაც უხეში ტექსტურები და ბუნებრივი ხის ელემენტები ერთიან, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
ბინის გეგმარება მაქსიმალურად ფუნქციურია: სტუდიო ტიპის მისაღები ოთახი და ერთი საძინებელი გარდერობის ზონით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სველი წერტილი, სადაც ექსკლუზიურად ამ პროექტისთვის დამზადდა შავი მეტალის ნიჟარა, რომელიც დამუშავებულია სპეციალური ორკომპონენტიანი გრუნტით.
პრემიუმ რემონტი მოიცავს არა მხოლოდ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, არამედ ავეჯის წარმოებასაც. ბინაში წარმოდგენილი ყველა ლოფტის სტილის ავეჯი ჩვენი გუნდის მიერ არის შექმნილი, ხოლო რბილი ავეჯი ჩვენი ხელოსნების მიერ რესტავრირდა განსაკუთრებული სიფრთხილით. 70 კვ.მ ბინის სრული რემონტი ჩვენთან ნიშნავს ხარისხს, რომელიც დროს უძლებს.
-
ინტერიერის დიზანი: EvoArchitecture
-
ავეჯი და დეკორაციები: Woodmetal, Metain
-
სრული პროექტ მენეჯმენტი: EvoSpace
© 2020

















