top of page
EvoSpaceLogo

ელეგანტური ვილა ნატახტარში / თანამედროვე ინტერიერის დიზაინი კლასიკური შტრიხებით

დასრულებული მასშტაბური პროექტი ნატახტარში — 360 კვ.მ ფართობის ორსართულიანი ვილა, რომელიც დახვეწილი გემოვნებისა და ფუნქციურობის ნიმუშია. სახლის რემონტი დაიწყო შავი კარკასის მდგომარეობიდან და 8 თვის განმავლობაში გარდაიქმნა ელეგანტურ საცხოვრებელ სივრცედ, სადაც თანამედროვე ინტერიერის დიზაინი მსუბუქ კლასიკურ ელემენტებთან არის შერწყმული.

ინტერიერის ცენტრალური ფიგურა მუქი მწვანე ფერის სამზარეულოა, რომელიც ხის ტექსტურის კუნძულთან და თეთრი მარმარილოს ზედაპირთან ერთად ქმნის მდიდრულ და თბილ ატმოსფეროს. სივრცის დაგეგმარებისას გამოვიყენეთ ლოფტის სტილის მეტალისა და მინის დეკორატიული ტიხრი, რაც სტუდიო ტიპის მისაღებს ჰოლისგან გამოყოფს, თუმცა ინარჩუნებს ვიზუალურ ღიაობას.

ამ პროექტშიც, ჩვენმა დამკვეთმა ისარგებლა რემონტი დისტანციურად სერვისით. ლაივ-ვიდეო მონიტორინგის სისტემამ საშუალება მოგვცა, 360 კვ.მ-ზე მიმდინარე ყოველი დეტალი — ტიხრების მოწყობიდან ექსკლუზიური ავეჯის მონტაჟამდე — დამკვეთთან ერთად, რეალურ დროში შეგვეთანხმებინა. პრემიუმ რემონტი მოიცავდა ვიტრაჟების სრულ შეცვლასა და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ ავეჯს, რაც სახლს ექსკლუზიურ ხასიათს სძენს.

სრული რემონტი ევოსპეისისგან ნიშნავს ხარისხს, რომელიც დროს უძლებს და დიზაინს, რომელიც ყოველდღიურ კომფორტს ქმნის.

  • ინტერიერის დიზაინი და შესრულება: EvoSpace

  • ავეჯი და დეკორაციები: Woodmetal, Metain

  • სრული პროექტ მენეჯმენტი: EvoSpace

 

© 2022

© 2012-2026 ყველა უფლება დაცულია. ყველა მასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ისინი კომერციულ პროექტებში.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • YouTube
bottom of page