თანამედროვე დუპლექსი ვაკეში / მინიმალისტური ესთეტიკა და პრემიუმ რემონტი
წარმოგიდგენთ კიდევ ერთ დასრულებულ პროექტს ვაკეში, ქობულეთის ქუჩაზე. 220 კვადრატული მეტრი ფართობის დუპლექსის ტიპის ბინა, რომელიც თავდაპირველად თეთრი კარკასის მდგომარეობაში იყო, გარდაიქმნა დახვეწილ, თანამედროვე და მყუდრო საცხოვრებელ სივრცედ.
პროექტის ინტერიერის დიზაინი დამკვეთის მოთხოვნით სადა ტონალობებში გადაწყდა. ბინის პირველი სართული ეთმობა დიდ სტუდიო ტიპის მისაღებ ოთახსა და ვრცელ აბაზანას, ხოლო მეორე სართულზე განლაგებულია სამი მყუდრო საძინებელი და დამატებითი სველი წერტილი. სივრცის დაგეგმარება სრულად პასუხობს კომფორტისა და ფუნქციურობის თანამედროვე სტანდარტებს.
პროექტის მთავარი აქცენტი პრემიუმ რემონტი და ექსკლუზიური მასალებია. ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და ავეჯის ელემენტები, რომლებიც მაღალი ხარისხის ფინური ფანერისგან დამზადდა. ბუნებრივი მასალების, სადა ფერებისა და პრემიუმ მოსაპირკეთებელი მასალების სინთეზი ქმნის ჰარმონიულ გარემოს, სადაც ხარისხი ყოველ დეტალში იგრძნობა.
ჩვენს მიერ განხორციელებული სრული პროექტ მენეჯმენტი უზრუნველყოფს სამუშაოების უზუსტეს შესრულებას — იდეიდან გასაღების ჩაბარებამდე. იცხოვრეთ კომფორტში.
-
ინტერიერის დიზაინი: EvoSpace
-
ავეჯი და დეკორაციები: Metain და Woodmetal
-
სრული პროექტ მენეჯმენტი: EvoSpace
© 2019














