ელეგანტური და ფუნქციური საცხოვრებელი სივრცე / თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., დომუსი
წარმოგიდგენთ მორიგ დასრულებულ პროექტს ვაკეში დომუსის შენობაში, თანამედროვე, ელეგანტური და ფუნქციური პრემიუმ საცხოვრებელი.
100 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩავიბარეთ, ჩვენი გუნდის ჩართულობით გარდაიქმნა დახვეწილ და უმაღლესი კომფორტის მქონე სივრცედ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გეგმარების სრული ოპტიმიზაცია – შეიცვალა და გადაკეთდა შიდა სივრცეები, სრულად ახლიდან მოეწყო გათბობის, სანტექნიკისა და ელექტროობის წერტილები, რამაც ბინას მაქსიმალური ერგონომიულობა მიანიჭა.
სივრცის დაგეგმარება და დიზაინერული გადაწყვეტები
ინტერიერში თითოეული კვადრატული მეტრი აზრობრივად და ფუნქციურად განაწილდა:
-
გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო: ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენს ღია ტიპის მისაღები, რომელიც სამზარეულოსგან გამოყოფილია მასიური, დახვეწილი ქვის კუნძულით – ეს არის ადგილი, სადაც ესთეტიკა და პრაქტიკულობა ერთმანეთს ერწყმის.
-
ფუნქციური კაბინეტი: მისაღები ოთახისგან კაბინეტი გამოყოფილია "არესტოს" მიერ დამზადებული ვიტრაჟული, ფუნქციონალური დაკეცვადი ტიხრით. ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა, საჭიროებისამებრ, ოთახი გახდეს როგორც სრულიად იზოლირებული, ისე საერთო სივრცის ნაწილი.
-
მასტერ-საძინებელი: მფლობელების მაქსიმალური კომფორტისთვის შეიქმნა პირადი ზონა – მასტერ-საძინებელი ინდივიდუალური აბაზანით.
-
სტუმრის აბაზანა: დამატებითი სველი წერტილი, რომელიც სრულად პასუხობს საერთო ინტერიერის პრემიუმ სტილს.
პრემიუმ მასალები და ბრენდები
ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. პროექტის განხორციელებისას გამოყენებულია მსოფლიო წამყვანი ბრენდების მასალები:
-
მოპირკეთება: ესპანური კერამიკული ფილები შერჩეულია "ჯაოკენის" შოურუმიდან, ხოლო იატაკისთვის გამოყენებულია "დანი"-ს მაღალი გამძლეობის ლამინატი.
-
სანტექნიკა და აბაზანა: საინჟინრო სანტექნიკური სისტემები უზრუნველყო "მაქსთერმმა". ჩაშენებული აბაზანის აქსესუარები შერჩეულია "იმპექსის" (ესპანური სერია, New Design) და ჩეხური ბრენდ Alka-ს კოლექციებიდან.
-
ავეჯი და ტექნიკა: ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ავეჯის დამზადება უზრუნველყო კომპანია "ინტერნამ".
სრული სერვისი – გასაღების მორგებით
ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო პროექტის სრული მართვა :
-
ინტერიერის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავება
-
სადემონტაჟო და სრული სარემონტო სამუშაოები
-
ინდივიდუალური ავეჯის დამზადება და მონტაჟი
-
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული აღჭურვა და გამართვა
ინტერიერის დიზაინი: დიზაინი ნინი ხავთასი
ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი
ევო2025




















