ინტერიერის გონივრული დიზაინი საბურთალოზე / 50 კვ.მ ბინის სრული რემონტი შავი კარკასიდან
წარმოგიდგენთ დასრულებულ პროექტს საბურთალოზე, „გრინ ჰილსის“ (Green Hill) პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში. 50 კვ.მ ფართობის მყუდრო ბინა, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაში ჩავიბარეთ, გარდაიქმნა ფუნქციურ და თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ 10 კვ.მ საზაფხულო ფართით.
ამ პროექტის მთავარი ღირებულება ინტერიერის გონივრული დიზაინია. მიუხედავად კომპაქტური ფართისა, სივრცე დაყოფილია 3 ფუნქციურ ზონად. სტუდიო ტიპის მისაღები საძინებლისგან გამიჯნულია ლოფტის სტილის მეტალისა და შუშის დეკორატიული ტიხრით, რომლის სლაიდური კარი ინარჩუნებს სივრცის ერთიანობას და ამავდროულად უზრუნველყოფს იზოლაციას.
პრემიუმ რემონტი ხაზგასმულია მასალების შერჩევაში: მუქი მწვანე სამზარეულო ხის ფაქტურიანი დეტალებითა და ინოვაციური თეთრი „ფენიქსის“ (Fenix) ზედაპირით ქმნის დახვეწილ აქცენტს. 50 კვ.მ ბინის სრული რემონტი მოიცავდა სამუშაოების სრულ ციკლს: ტიხრების მოწყობას, ავეჯის ინდივიდუალურ დიზაინსა და დამზადებას, განათებისა და ტექნიკის მონტაჟს.
EvoSpace-ის სრული პროექტ მენეჯმენტი — ეს არის გარანტია, რომ მცირე ფართობიც კი გადაიქცევა მაქსიმალურად კომფორტულ და ესთეტიკურ სახლად.
-
ინტერიერის დიზაინი და შესრულება: EvoSpace
-
ავეჯი და დეკორაციები: Woodmetal, Metain
-
სრული პროექტ მენეჯმენტი: EvoSpace
© 2022

















