top of page
EvoSpaceLogo

ინდუსტრიული ესთეტიკა ვაკეში / 65 კვ.მ ბინის სრული რემონტი შავი კარკასიდან

წარმოგიდგენთ დასრულებულ პროექტს ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, X2-ის ახალ საცხოვრებელ კომპლექსში. 65 კვ.მ ფართობის ერთსაძინებლიანი ბინა, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაში ჩავიბარეთ, გარდაიქმნა 3 ფუნქციურ ზონად დაყოფილ, თანამედროვე და მყუდრო საცხოვრებელ სივრცედ.

ამ პროექტის ინტერიერის დიზაინი გამორჩეულია ინდუსტრიული აქცენტებით. სტუდიო მისაღებ სივრცეში შევინარჩუნეთ 20 წლის წინ შესრულებული მონოლითური ბეტონის ჭერი, რომლის ბუნებრივი ხის რელიეფები ინტერიერს განსაკუთრებულ ავთენტურობასა და სიღრმეს სძენს. შავი და თეთრი სამზარეულო, ნატურალური ხის რელიეფური ფასადებითა და შავი ქვის ზედაპირით, პროექტის ვიზუალურ სიმკვეთრეს უსვამს ხაზს.

პრემიუმ რემონტი მოიცავს ინოვაციურ გადაწყვეტილებებსაც: საძინებელში დამონტაჟდა "ჰაერში დაკიდებული" საწოლის კონცეფცია, რაც ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და მატებს მას სიმსუბუქეს. 65 კვ.მ ბინის სრული რემონტი ევოსპეისის გუნდის მიერ შესრულდა სრული ციკლით — დაგეგმარებიდან ექსკლუზიური ავეჯის, ტექნიკისა და დეკორაციების მონტაჟამდე.

რემონტი დიზაინით ჩვენთან ნიშნავს, გონივრულ გემარებისა და ფაქტურების დაფასებას და თანამედროვე კომფორტის იდეალურ შერწყმას.

  • ინტერიერის დიზაინი და შესრულება: EvoSpace

  • ავეჯი და დეკორაციები: Metain

  • სრული პროექტ მენეჯმენტი: EvoSpace

 

© 2023

© 2012-2026 ყველა უფლება დაცულია. ყველა მასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ისინი კომერციულ პროექტებში.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • YouTube
bottom of page