top of page
EvoSpaceLogo

პრემიუმ ხარისხის სრული რემონტი შავი კარკასიდან თბილისში

ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სარემონტო მომსახურებაზე, რაც გულისხმობს შავი კარკასის მდგომარეობაში არსებული ფართების სრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი მიდგომა აერთიანებს გამორჩეულ ხელობას, ინჟინრულ სიზუსტესა და დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებას...

სრული რემონტი შავი კარკასიდან თბილისში / პრემიუმ ხარისხი

ბინის შეძენა შავი კარკასის მდგომარეობაში საუკეთესო შესაძლებლობაა, შექმნათ თქვენს გემოვნებაზე და საჭიროებებზე მორგებული გარემო ნულიდან. თუმცა, სრული რემონტი შავი კარკასიდან მოითხოვს მაღალკვალიფიციურ საინჟინრო ცოდნას და პროცესების მართვას. ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ რემონტს გასაღების მორგებით, სადაც თქვენი ჩართულობა მინიმალურია, ხოლო შედეგი – გარანტირებული.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის პროექტი?

სანამ უშუალოდ სარემონტო სამუშაოებს დავიწყებდეთ, წარმატების მთავარი ფორმულა ინტერიერის დიზაინ-პროექტია. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ნახატები; ეს არის ტექნიკური გეგმა, რომელიც მოიცავს ელექტროობის, სანტექნიკის, გათბობისა, კონდიცირების, ავეჯის, დეკორაციების და განათების ზუსტ ნახაზებს.

  • ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ინტერიერის პროექტირებას 65₾-დან.

  • დეტალური პროექტი გიცავთ სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

რა შედის შავი კარკასიდან სრულ რემონტში?

1. დაგეგმარება და შავი სამუშაოები

  • შიდა ტიხრების ამოშენება (ბლოკი, აგური ან თაბაშირ-მუყაო) თქვენი ინდივიდუალური პროექტის მიხედვით.

  • კედლების გალესვა (გაჯით ან ცემენტით) "მაიაკში" ლაზერული სიზუსტით.

  • იატაკის მოჭიმვა (სტიაჟკა) თბო და ხმის იზოლაციის გათვალისწინებით.

2. საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა

  • ელექტროობის სრული დაქსელვა: წერტილების განლაგება დიზაინ-პროექტის მიხედვით.

  • სანტექნიკისა და კანალიზაციის ცენტრალური კვანძების მოწყობა.

  • გათბობის სისტემის (იატაკქვეშა ან რადიატორული) სრული მონტაჟი ნულიდან.

  • სველი წერტილების ფუნდამენტური ჰიდროიზოლაცია.

3. სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები

  • თაბაშირ-მუყაოს ჭერის ან ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი.

  • კედლების მრავალშრიანი დამუშავება (დაშპაკვლა) სამღებროდ ან შპალერისთვის.

  • სველი წერტილების მოპირკეთება პრემიუმ ხარისხის კერამოგრანიტით.

4. მონტაჟი და დასრულება

  • იატაკი: ლამინატის, პარკეტის ან კერამოგრანიტის დაგება.

  • კარები: შიდა კარების (MDF ან მასიური ხე) შერჩევა და მონტაჟი.

  • აღჭურვა: ჩამრთველ-როზეტების, სანათების, ჩასაშენებელი უნიტაზებისა და აბაზანის აქსესუარების სრული დაყენება.

5. ხარისხის კონტროლი

  • პროექტის მენეჯერის მუდმივი ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი სამუშაოების ყოველ ეტაპზე.

 

პრემიუმ რემონტი გასაღების მორგებით

ჩვენი მთავარა დამკვეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. პრემიუმ რემონტი გასაღების მორგებით ნიშნავს, რომ თქვენ გვიზიარებთ თქვენს სურვილებს, ჩვენ კი ვაბარებთ დასრულებულ, სუფთა და საცხოვრებლად მზა სახლს.

რას ნიშნავს პრემიუმ ხარისხი?

  • მხოლოდ ევროპული წარმოების მასალები.

  • სამუშაოების შესრულება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

  • ვადების მკაცრი კონტროლი და ფინანსური გამჭვირვალობა.

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტია ყველა შესრულებულ სამუშაოზე.

 

რატომ არის ფართის სიდიდე გადამწყვეტი საშუალო სარემონტო ფასზე?

პრემიუმ სეგმენტში ფასი ყოველთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ლოგიკა, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს: რაც უფრო მცირეა სივრცე, მით უფრო მაღალია 1m2-ის სარემონტო ღირებულება.

ეს აიხსნება რამდენიმე ფაქტორით:

  • პატარა ბინაში (მაგ: 40-50 m2) სველი წერტილებისა და რთული კვანძების ხარჯები ფართთან მიმართებაში უფრო დიდია ვიდრე შედარებით დიდ სიბრცეებში.

  • ლოჯისტიკა: მასალების ტრანსპორტირება, მუშახელის მობილიზება და ნაგვის გატანა ერთნაირ რესურსს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, ბინა 40 კვადრატია თუ 100.

  • მასშტაბის ეფექტი: დიდი ფართის შემთხვევაში (100+m2) ხდება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას გვაძლევს კვადრატულის ფასი შედარებით შევამციროთ.

 

გონივრული სარემონტო პროცესი

სარემონტო პროცესი დაყოფილია 3-4 ეტაპად, სადაც ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ხდება შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება. ეს სისტემა ამცირებს რისკებს და ზრდის სანდოობას — შედეგი არის აკურატული, გრძელვადიანი და უსაფრთხო გარემო.

გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი რემონტი შავი კარკასიდან არის თქვენი ყველაზე გონივრული ინვესტიცია. არასწორად გაკეთებული გაყვანილობის ან უსწორმასწორო კედლების გამოსწორება მომავალში ბევრად ძვირი ჯდება.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტანდარტზე მაღალი ხარისხი, ზუსტი შესრულება და სრული კომფორტი — თქვენ სწორ ადგილას ხართ. დაგვიკავშირდით დღესვე და გადავაქციოთ თქვენი ბინა სრულფასოვან და გემოვნებიან სივრცედ!
 

სრული რემონტი შავი კარკასიდან $399-დან (მასალით და ხელობით)

50-70 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $579-დან

71-90 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $559-დან

91-120 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $519-დან

121-150 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $479-დან

151-200 m2 სივრცის პრემიუმ რემონტი $439-დან

201-m2-დან სივრცის პრემიუმ რემონტი $399-დან

* ფასები საორიენტაციოა და შესაძლოა შეიცვალოს დიზაინის დეტალებისა და შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალების მიხედვით. დეტალური ხარჯთაღრიცხვის მისაღებად დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 595 83 00 88

რას მოიცავს პრემიუმ რემონტის პაკეტი?

  1. დიზაინ-პროექტი: სრული 3D ვიზუალიზაცია და საინჟინრო ნახაზები.

  2. იატაკი: 32-ე კლასის მაღალი ხარისხის ევროპული ლამინირებული იატაკი (სურვილისამებ სამშრიანი პარკეტი). იატაკის დონის გასწორება იუველურად თვითსოწრებადი ხსნარით.

  3. კედლები: Rasch-ის გერმანული უფაქტურო ფლიზელინის ქაღალდი, ეკოლოგიურად სუფთა პრემიუმ საღებავები (მაგ:  Caparol, Vernilac, Alpina...) ან დეკორატიული ლესვა.

  4. აბაზანები: მაღალი ხარისხის კერამიკული ფილები კუთხეების 45 გრადუსზე იდეალური დამუშავებით და შხაპის ნაწრთობი მინის ტიხარი

  5. განათება: ჩაშენებული მაგნიტური სისტემები, დეკორატიული განათებები და დიზაინერული სანათები.

  6. სანტექნიკა: ჩაშენებული სისტემები (უნიტაზი, ხელსაბანი, ჰიგიენური და შხაპი), ბრენდები: Alca, Grohe, Vitra, Imex და სხვა.

  7. გათბობა: მაღალი ხარისხის პანელრური რადიატორები ან Fondital სექციური და დეკორატიული რადიატორები, ჯაკომინის კოლექტორი და ვენტილები.

  8. კარები: მაღალი ხარისხის დაფარული კარები ალუმინის პროფილით ან მასიური ხის კარები. 

დამატებითი ხარჯები:

  1. ავეჯი და ტექნიკა: პრემიუმ ხარისხის სრული აღჭურვა (სამზარეულო, ჩაშენებული კარადები) კვადრატულზე დამატებით საშუალოდ $150-$300. (Electolux სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკით)

  2. ცენტრალური გათბობა/კონდიცირება: Misea-ს ბრენდის სმარტ გათბობის ქვაბი და კონდენციონერები მონტაჟით

საორიენტაციო პრემიუმ სარემონტო ბიუჯეტი შავი კარკასიდან?

  • 50 კვ.მ - 85 000 – 110 000 ლარი

  • 80 კვ.მ - 135 000 – 185 000 ლარი

  • 100 კვ.მ - 170 000 – 240 000 ლარი

  • 150 კვ.მ - 250 000 – 360 000 ლარი

საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე:

  • სტანდარტული პრემიუმი: 1 700 - 2 300 ლარი ($600 - $850)

  • ექსკლუზიური (Luxury): 2 800 ლარიდან + ($1 000+)

© 2012-2026 ყველა უფლება დაცულია. ყველა მასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ისინი კომერციულ პროექტებში.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • YouTube
bottom of page