top of page
EvoSpaceLogo

პრემიუმ ხარისხის კერძო სახლების სამშენებლო მომსახურება თქვენი ცხოვრების სტილისთვის

ადგილი, სადაც თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა – პრემიუმ სახლების მშენებლობა სრულ სერვისთან ერთად. ჩვენ ვქმნით სივრცეებს, სადაც სიმშვიდე, სტილი და ფუნქციონალურობა თანაბრად ცხოვრობენ.

პრემიუმ კერძო სახლის მშენებლობა / გასაღების მორგებით

ევოსპეისის ერთერთ ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს, პრემიუმ კერძო სახლის მშენებლობა. ეს მიმართულება შემთხვევით არ აგვირჩევია. ერთის მხრივ, საკუთარი სახლის მშენებლობაში ჩადებული სახსრები - საიმედო ინვესტიციაა, ნებისმიერ ეკონომიურ მდგომარებაში. მშენებლობა საკმაოდ საპასუხისმგებლო ეტაპია ჩანაფიქრის განხორციელების ,საბოლოო შედეგის მიღწევის გზაზე, უშუალოდ ის პროცესია,რომლისთვისაც სრულდება ყველა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, იქნება ეს პროექტირება თუ დიზაინი. ამომავალი წერტილი მშენებლობის წარმოებისას უნდა იყოს ხარისხი,რაც შემდგომში აგებული ნაგებობის მდგრადობასა და საიმედოობაში უნდა გამოიხატოს. ასევე კერძო სახლის მშენებლობაში დიდი როლი უკავია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხის და მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყენებას, რაც შენობის საბოლოო იერსახეზე ყველაზე ნათლად აისახება.

ჩვენი მშენებელთა ჯგუფი უშუალოდ ურთიერთობს რა ჩვენს არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზე, ეცნობიან მომავალი პროექტის ყველა დეტალს თუ ნიუანს, წინასწარ საზღვრავენ გადაწყვეტის გზებს, რაც მნიშვნელოვნად აისახება მშენებლობის შესრულების ვადებზე.
 
საკუთარი სახლის, კოტეჯის ან აგარაკის შენების დროს, დამკვეთი ერთნაირ შეფასებას აძლევს, როგორც სამუშაოების კომპლექსურობას (რომ თავი აარიდოს ზედმეტ ზრუნვას, - გამოწვეულს - სხვადასხვა მონაწილე ბრიგადებთან ურთიერთობით), ასევე გონივრულ ღირებულებას. 
 
ევოსპეისი გთავაზობთ ყველაზე თანამედროვე ევოლუციური სახლების, ვილების, აგარაკების, კოტეჯების  და სასტუმრო შენობების მშენებლობას, მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით და ოპტიმალური დანახარჯებით. კერძო სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობენ მაღალი დონის სპეციალისტები რომელთაც გააჩნიათ მრავალ წლიანი გამოცდილება სამშენებლო დარგში.

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, დისტანციურად თვალი ადევნოთ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს 24/7-ზე და პერიოდულად გაეცნოთ სამუშაოთა წარმოების ანგარიშს.

ბეტონის მონოლითი

149 დან

  • მიწის სამუშაოები

  • საძირკვლის ჰიდროიზოლაცია

  • ჰაიდელბერგის ბეტონი

  • პრემიუმ არმატურა

  • დოკას სამშენებლო ყალიბი

შავი კარკასი

349 დან

  • ბეტონის კონსტრუქცია

  • ბედეგის ბლოკის კედლები

  • ალუმინის ვიტრაჟები

  • სახურავის და ფასადის თბოიზოლაცია

  • სახურავის ჰიდროიზოლაცია

  • დეკორატიული ფასადი

მწვანე კარკასი

449 დან

  • ბეტონის მონოლითის სამუშაოები

  • შავი კარკასის სამუშაოები

  • ელექტრო სამუშაოები

  • გათბობა და სანტექნიკური სამუშაოები

  • იატაკის მოხვეწა ბეტონით

  • კედლების ლესვითი სამუშაო

დეტალური სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა: 3₾x1m2

* ფასების ბოლო განახლება: 02.2025

© 2012-2025 ყველა უფლება დაცულია. ყველა მასალა ეკუთვნის მათ მფლობელებს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ისინი კომერციულ პროექტებში.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • YouTube
bottom of page