ვილა პანოკაზა
წარმოგიდგინეთ, ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს "ვილა პანოკაზა"-ს მზა პროექტს, რომელიც განხორცილებული გვაქვს ტაბახმელაში და პირველი მფლობელი გამოუჩნდა 2020 წელს.
პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განვახორციელებთ Premium ხარისხის ვილას, სასურველი მოდიფიკაციით. (არქიტექტურა, სამშენებლო ნებართვა, კონსტრუქციული პროექტი და ინტერიერის დიზაინი საჩუქარად).
შენობის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას საქართველოს მაშსტაბით და აღჭურვილია ყველა საჭრო ფუნქციით სრულფასოვანი კომფორტისათვის.
შენობა 2 სართულიანია, საერთო ფართობით 560 კვ.მ საიდანაც 180 კვ.მ საცხოვრებელი ფართია და 380 კვ.მ საზაფხულო ტერასები. ქვემოთ მოცემულ ფოტოვიზუალიზაციაში და პროექტში ჩანს, რომ შენობის არქიტექტურა მინიმალისტურია . ძირითად სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალას ბეტონის, ხისა და შუშის ჰარმონიული სინთეზი წარმოადგენს. შენობის ხიბლი და არქიტექტურული ჩანაფიქრი არის განპირობებული ამ სინთეზით და მისი მართკუთხა ფორმით, რომელიც ბეტონის ჩარჩოში ჩასმულ ხის ოთხკუთხა ყუთს მოგვაგონებს. შენობის გარე გარსის მაქსიმალური გაბარიტული ზომები 24.70 მ X 10 მ -ია, სიმაღლე ნულ ნიშნულს ზევით კი 6.40 მ.
შენობაში განთავსებულია 4 საძინებელი, 3 აბაზანა, სტუდიო ტიპის ორდონიანი მისაღები ოთახი, მოსასვენებელი სივრცე და 1 ტექნიკური ოთახი (დამხმარე სათავსო).
უპირატესობები:
-
თანამედროვე და ფუნქციონალური არქიტექტურა
-
ენერგო ეფექტური კედლები
-
მშენებლობა შესაძლებელია ნებნისმიერ ადგილას საქართველოს მაშსტაბით
-
სახურავის ტერასა 240 კვ.მ
-
დახურული ტერასა 140 კვ.მ
---
მშენებლობის ხანგრძლივობა: სამშენებლო ნებართვიდან 6-7 თვე (შავი კარკასი) / 11-12 თვე (სრული რემონტით)
შესაძლებელია სასურველი სართულების გეგმარების სასურველი კონფიგურაციით მორგება.
---
ღირებულება: 450K₾-დან შავი კარკასი (არქიტექტურა, შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან, კონსტრქუციული პროექტი და მშენებლობა დასრულებული შავი კარკასის მდგომარეობით)
600K₾--დან სრული Premium რემონტით (გასაღების მორგებით); ღირებულება მოიცავს, არქიტექტურულ პროექტს, ინტერიერის დიზაინს, მშენებლობას და სრულ სარემონტო სამუშაობს.
---
დამატებითი შეთავაზებები:
-
ჭკვიანი სახლის ფუნქციებით აღჭურვა
-
მზის ენერგიის პანელები
-
თანამედროვე, საკუთარი საკანალიზაციო სეპტიკი
-
ავეჯით, აქსესურებით და ტექნიკით სრული აღჭურვა
თანამედროვე და ფუნქციონალური არქიტექტურა (შერჩევითი ფასადის მოსაპირკეთებელი მასალით)
ჩარჩოსებრი არქიტექტურა, კომფორტული და გადახურული მოსასვენებელი ტერასით
ექსკლუზიური და ფუნქციონალური ფასადის განათებით
ვილა პანოკაზა სახურავის ტერასით
პირველი სართულის გეგმა (დიდი სტუდიო ტიპის საცხოვრებელი სივრცით, 2 საძნებლით, 1 აბაზანითა და სათავსოთი
მეორე სართულის გეგმა (მოსასვენებელი სივრცით, 2 საძინებლითა და 2 აბაზანით