რას მოიცავს ევოსპეისის დიზან რემონტი?
- EvoSpace Premium
- Mar 31
- 2 min read

1. პირველ ეტაპზე ვეწვევით ობიექტს დეტალური შესწავლისთვის. ხდება სივრცის ზუსტი ანაზომი, რათა უზრუნველვყოთ დიზაინის შესაბამისობა რეალურ პარამეტრებთან. ამ პროცესში ვისმენთ თქვენს ხედვას, მოთხოვნებსა და სურვილებს, რათა გავიგოთ დიზაინის სტილი და ფუნქციური მოლოდინები. ასევე, განვიხილავთ ზოგად ბიუჯეტის ჩარჩოებს, რაც დაგვეხმარება ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
2. მეორე ეტაპზე ვამუშავებთ რამდენიმე კონცეფციას, რომლებიც ეფუძნება თქვენს მოთხოვნებსა და სივრცის შესაძლებლობებს. თითოეული ვარიანტი დეტალურად განიხილება დამკვეთთან ერთად – ვაფასებთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, ფუნქციონალურობასა და ესთეტიკურ შესაბამისობას. საბოლოოდ, ვარჩევთ ყველაზე ოპტიმალურ კონცეფციას და ვიწყებთ ინტერიერის პროექტზე მუშაობას.
3. დიზაინზე მუშაობისას ვამზადებთ დეტალურ მუშა ნახაზებს, სადაც თითოეული ელემენტი წარმოდგენილია ზუსტ ზომებში. ეს მოიცავს სივრცის ზუსტ გეგმარებას, ავეჯისა და განათების განლაგებას, მასალებისა და ფერების განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს პროექტის მაქსიმალურ სიზუსტეს და რეალიზაციის კომფორტულ პროცესს.
4. დეტალური ინტერიერის პროექტის დასრულების შემდეგ, მუშა ნახაზების საფუძველზე ვამზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ამ დოკუმენტში ნათლად არის გაწერილი ყველა სამუშაო, გამოყენებული მასალები და მათი შესაბამისი დანახარჯები. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ფარული ან მოულოდნელი ხარჯები, რათა პროექტი განხორციელდეს დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში.
მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა ხდება დამკვეთის მონაწილეობით, რაც საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტი კორექტირდეს მომხმარებლის სურვილისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ეს პროცესი უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და კომფორტს, რაც საბოლოო შედეგის სრულყოფილი რეალიზაციის საწინდარია.
5. სარემონტო სამუშაოები ხორციელდება 3-4 ეტაპად, რაც უზრუნველყოფს პროცესის კონტროლს და გამჭვირვალობას.
თითოეული ეტაპის დაწყებამდე დამკვეთი ახორციელებს საავანსო გადახდას, რომელიც მოიცავს საჭირო მასალებისა და სამუშაოების დაფინანსებას.
სამუშაოების შესრულების შემდეგ წარმოგიდგენთ ფაქტიურ ხარჯთაღრიცხვას, სადაც დეტალურად არის გაწერილი გაწეული ხარჯები და შესრულებული სამუშაოები.
შემდგომი გადახდა ხორციელდება დამკვეთის მიერ ჩვენი მომსახურების ღირებულების დაფარვის სახით.
ასეთი ეტაპობრივი გადახდის სისტემა უზრუნველყოფს ფინანსურ გამჭვირვალობას და სარემონტო პროცესის ეფექტურ მართვას.
6. სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სივრცის სრულად დასუფთავების შემდეგ, ვიწყებთ ინტერიერის საბოლოო მოწყობას. ამ პროცესში:
✔ ვავსებთ სივრცეს ინდივიდუალურად დამზადებული მყარი ავეჯითა და დეკორაციის ელემენტებით.
✔ ვამონტაჟებთ განათებას, ტექნიკას, აქსესუარებსა და დეკორაციებს, რათა შევქმნათ სრულფასოვანი და კომფორტული გარემო.
✔ ვათვალიერებთ და ვამოწმებთ თითოეული დეტალის ხარისხსა და ფუნქციონალურობას.
დასრულების შემდეგ, დამკვეთს გადავცემთ სივრცეს გასაღებითა და შესრულებული სამუშაოების გარანტიით, რაც უზრუნველყოფს პროექტის სანდოობასა და ხანგრძლივ ხარისხს.