როგორ შევარჩიოთ სანდო სარემონტო კომპანია — 5 მთავარი კრიტერიუმი
- EvoSpace
- Jun 13
- 2 min read

რემონტი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია ბინის, სახლის თუ კომერციული სივრცის მოწყობისას. სწორად შერჩეულ სარემონტო კომპანიაზეა დამოკიდებული, როგორ განხორციელდება თქვენი იდეები და რამდენად კომფორტული, ხარისხიანი და დროული იქნება საბოლოო შედეგი.
გთავაზობთ 5 ძირითად კრიტერიუმს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სარემონტო კომპანიის შერჩევისას — და რაც ევოსპეისს გამოარჩევს ბაზარზე.
1. სარემონტო კომპანია. გამოცდილება და პორტფოლიო
სანდო სარემონტო კომპანია უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი და რეალური პორტფოლიო, სადაც ნახავთ მათ მიერ შესრულებულ პროექტებს — ფოტოებს, აღწერილობებს და დასრულებულ ინტერიერებს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?გამოცდილება არამარტო პროფესიონალიზმზე მიუთითებს, არამედ იმაზეც, როგორ უმკლავდება კომპანია სხვადასხვა მასშტაბის და სტილის სამუშაოებს.
📌 ევოსპეისის პორტფოლიო აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს თბილისში და მის გარეთ, სრულად დიზაინიდან გასაღების ჩაბარებამდე.
2. დეტალური და გამჭვირვალე ხარჯთაღრიცხვა
რემონტის სერვისის შერჩევისას აუცილებლად ითხოვეთ წინასწარი ხარჯთაღრიცხვა დეტალური გათვლით — მასალების, შრომის, ლოგისტიკის და სხვა ხარჯების მიხედვით.
სანდო კომპანიას არასოდეს ექნება დამალული ხარჯები.სწორად გათვლილი ბიუჯეტი თავიდან აგარიდებთ ზედმეტ დანახარჯს და დაუსრულებელ პროექტს.
📌 ევოპეისის მიერ შექმნილი უნიკალური რემონტის კალკულატორი გაძლევთ საშუალებას თავად შეაფასოთ ბიუჯეტი და დაათვალიეროთ ხარჯების სტრუქტურა სიზუსტით.
3. არქიტექტორისა და დიზაინერის ჩართულობა პროცესში
სრულყოფილი რემონტის პროექტი იწყება სწორად დაგეგმილი დიზაინით. პროფესიონალი კომპანია ყოველთვის გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას და პროცესში აქტიურად ჩართულია არქიტექტორი და დიზაინერი.
როდესაც დიზაინი და რემონტი ერთ სივრცეში სრულდება — შედეგიც გაცილებით მაღალი ხარისხისაა.
📌 ევოსპეისი გთავაზობთ სრულ საპროექტო და სარემონტო მომსახურებას ინტერიერის დიზაინიდან ავეჯის დამზადებამდე — ერთი ჯგუფის მიერ მართული.
4. დროულად და შეთანხმებულად შესრულებული სამუშაოები
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა რემონტის დროს არის გაწელილი ვადები და გაუგებრობები. სანდო კომპანია აუცილებლად გაფორმებს დეტალურ ხელშეკრულებას და მოგაწვდით შესრულების ეტაპობრივ გეგმას.
მომსახურების შეთანხმება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ფასს, არამედ ვადებს და ხარისხის გარანტიებს.
📌 ევოსპეისი ყველა პროექტზე ამზადებს ეტაპობრივ სამუშაო გეგმას და ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა პასუხისმგებლობის გამჭვირვალობას.
5. ხარისხის სტანდარტი და მასალების გამოყენება
კარგი რემონტი არ ჩანს მხოლოდ ვიზუალურად — იგი იგრძნობა გამოყენებული მასალებით, შესრულების სიზუსტით და ყოველდღიური გამოყენების სიმარტივით.
სანდო კომპანია არ გთავაზობთ "იაფად და სწრაფად" — იგი გთავაზობთ "ხარისხიანად და გრძელვადიანად".
📌 ევოსპეისის სტანდარტია პრემიუმ ხარისხის მასალების გამოყენება, მათ შორის ევროპული ბრენდების შერჩევა, რაც უზრუნველყოფს ინტერიერის გამძლეობას და ელეგანტურობას.
დასკვნა:
სარემონტო კომპანიის შერჩევა არის გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას იქონიებს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.
თუ გსურთ დარწმუნებული იყოთ შედეგში, აირჩიეთ კომპანია, რომელსაც აქვს:
რეალური გამოცდილება
დეტალური ხარჯთაღრიცხვა
ინტეგრირებული დიზაინის და მშენებლობის სერვისი
მკაფიო ვადები და პასუხისმგებლობა
მაღალი ხარისხის მასალები
ევოსპეისი უკვე არაერთმა კლიენტმა აირჩია ზუსტად ამ კრიტერიუმების გამო — და ჩვენც მზად ვართ, თქვენი სივრცე გადავაქციოთ ფუქნციონალურ, ესთეტიკურ და სრულყოფილ გარემოდ.