ვყიდულობ ბინას. როგორია თქვენთან თანამშრომლობის დაწყების პროცედურა?
- EvoSpace Premium
- Apr 1
- 2 min read
ობიექტზე გასვლა (1 დღე)
დიზაინ-პროექტის შემუშავება (1-2 თვე)
საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვის მომსაზდება (3-5 დღე)
ღირებულების წინასწარი შეთანხმება დამკვეთთან
ხელშეკრულების გაფორმება
სამუშაოების დაწყება
რატომ არის პროექტი საჭირო?
კორექტული ხარჯთაღრიცხვის შესადგენად;
შეცდომების მინიმიზაციისთვის;
დროის დაზოგვისთვის;
რემონტის ვადების შემცირებისთვის;
დამკვეთის სურვილების დაფიქსირებისთვის, რაც აუცილებელია სამუშაოების წარმოებისას.
ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ შეცდომების გამოსწორება პროექტირების ეტაპზე გაცილებით იაფია, ვიდრე რემონტის დროს.
თუ მე თვითონ შევადგენ ინტერიერის პროექტს?
პირველადი გათვლისთვის შეიძლება საკმარისი იყოს მარტივი პროექტი, მაგრამ სრულფასოვანი რემონტისთვის საჭიროა პროექტი ყველა საჭირო მუშა ნახაზით.
თქვენ ქმნით დიზაინ-პროექტებს?
გვყავს გამოცდილი დიზაინერები, რომლებიც:
იცნობენ ჩვენს ტექნიკურ მოთხოვნებს;
პროექტის ტექნიკურ ნაწილს ჩვენთან ათანხმებენ;
უზრუნველყოფენ ხარისხიან კომუნიკაციასა და მხარდაჭერას.
დიზაინ-პროექტის ღირებულება?
58 ლარიდან 1 კვ.მ.-ზე, დამოკიდებულია დიზაინერზე და სამუშაოს სირთულეზე.
თუ მე სხვაგან შევადგენ პროექტს?
მთავარია, რომ პროექტი აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს. სასურველია პროექტის დასრულებისას შევხვდეთ ობიექტზე, რომ შევაფასოთ მისი რეალიზებადობა.
ბინა ჯერ ჩაბარებული არ მაქვს, შეგვიძლია დიზაინ-პროექტის მომზადება?
არა, რადგან დიზაინერისთვის აუცილებელია ზუსტი ზომების აღება.
საჭიროა თუ არა დიზაინერის ავტორული ზედამხედველობა?
დიახ, ეს დაზოგავს დამკვეთის დროს და უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას რემონტის პროცესში.
თუ უკვე მაქვს პროექტი, რა უნდა გავაკეთო შემდეგ?
გამოგვიგზავნეთ პროექტი და ჩვენ შევაფასებთ სამუშაოების წინასწარ ღირებულებას.
შეგიძლიათ ობიექტის შესწავლა, დათვალიერება?
ობიექტზე გასვლა ხდება წინასწარი შეთანხმებით.
საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვა და საბოლოო ფაქტიური ხარჯთაღრიცხვა განსხვავება ერთმანეთისაგან?
საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვა იძლევა საერთო წარმოდგენას მთლიან ბიუჯეტზე, ხოლო საბოლოო ფაქტიური ხარჯთაღრიცხვა გათვალისწინებულია ყველა ტექნიკური დეტალით და შეიძლება განსხვავდებოდეს საპროგნოზო ხარჯთაღრიცხვასთან დაახლოებით 10%-ით.
შესაძლებელია თქვენი მიმდინარე ობიექტების ნახვა?
დიახ, ჩვენ გირჩევთ მოინახულოთ ჩვენი მიმდინარე ობიექტები.
უნდა დავჯავშნო რემონტის დაწყების თარიღი?
დიახ, სამუშაოების დაწყებამდე საშუალოდ 3-4 კვირა სჭირდება მომზადებას.
საჭიროა თუ არა ჩავერთო რემონტის პროცესში?
თუ გაქვთ გონივრული ინტერიერის პროექტი, თქვენი ჩართულობა მინიმალური იქნება, მხოლოდ მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევისას.
თქვენ უზრუნველყოფთ მასალების მიწოდებას?
დიახ, ჩვენ ვყიდულობთ და ვაწვდით შავი და მოსაპირკეთებელ მასალებს ობიექტზე ლოგისტიკის ჩათვლით.
თუ მე თვითონ შევიძენ მასალებს?
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან მასალებს ცნობილი ბრენდებიდან და ვსარგებლობთ კორპორატიული ფასდაკლებითაც.
რამდენ წლიანი გარანტია გაქვთ?
3 წელი.
შესაძლებელია ზამთარში რემონტის დაწყება?
დიახ, ეს არ იმოქმედებს ვადებზე და ხარისხზე.
რატომ არის თქვენი სერვისი ძვირი?
ჩვენ ვამუშავებთ გამოცდილი ოსტატებით და უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
რატომ გრძელდება თქვენი რემონტი უფრო დიდხანს?
ჩვენ ვიცავთ ყველა ტექნოლოგიურ სტანდარტს და ვმუშაობთ ხარისხზე, არა მხოლოდ სისწრაფეზე.
ცალკეულ სამუშაოებს ასრულებთ?
არა, მხოლოდ კომპლექსური სამუშაოები
იღებთ 30 კვ.მ.-იან ბინებზე მუშაობას?
50 კვ.მ.-ზე ნაკლები ფართობისთვის ფასები კვ.მ.-ზე ძალიან მაღალი გამოდის ამიტომ მინიმალური სარემონტო ფართი ჩვენთან განისაზღვრება 50 კვ.მ-დან
სად მუშაობთ?
მხოლოდ თბილისი და მისი შემოგარენი (15 კმ. რადიუსი)
როგორ ხდება გადახდა?
გადახდა ხდება ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
შესაძლებელია გადახდა საბანკო გადარიცხვით?
დიახ, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ საბანკო გადარიცხვით.
იღებთ ავანს?
დამკვეთი ყოველი სამუშაო ეტაპისას წინასწარ იხდის მასალის და სამუშაოების ღირებულებას, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ იხდის ჩვენი მომსახურების ღირებულებას